ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსთან, თავდაცვის მინისტრ არტის პაბრიკსთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეოიარს ერიკ კალნინსთან და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ატის ლეინშთან, ასევე, საქართველო-ლატვიისსაპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ლატვიაში საქართველოს საელჩოსა დალატვიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტისმიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, ასევე, დაგეგმილია ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.