ბაკურიანში, 21- ე ოლიმპიურ თამაშებზე ტრგიკულად დაღუპული სპორტსემნის, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასა გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ, ვანკუვერში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბაკურიანის ტრასა ნიჭიერი ქართველი სპორტსმენის ხსოვნის უკვდავსაყოფად აშენდება და მომავალ თაობებსაც გამოადგება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი სავრჯიშოOდაშვების დროს დაიღუპა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, 21 წლის მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი უისტლერის ტრასაზე 150კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგით, ტრასიის ბორტს შეეჯახა.