დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ პრინცმა იულიამმა, რომელიც 31 დეკმბრისა და 1 იანვრის ღამეს უელსის სამხედრო ბაზაზე მორიგეობდა, მონაწილეობა მიიღო დრამატულ სამაშველო ოპერაციაში.
ბრიტანული მედია იტყობინება, რომ კემბრიჯის ჰერცოგი საათნახვერის განმავლობაში ძლიერი ქარის პირობებში 41 წლის მამაკაცის სამძრებრო ოპერაციაში მონაწილეობდა.
განგაშის სიგრნალი ავიაბაზაზე ბლეკპულიდან შევიდა. როგორც ირკვევა ორი მამკაცი სხვის პირას ძაღლს ასეირნებდა რა დროსაც ისინი ზღვამ გაიტაცა. ერთ- ერთმა მამაკაცმა წყლიდან ამოსვლა შეძლო და სწორედ მან დარეკა დახმარების მიზნით.
სანაპირო დაცვის სამსახურის დასახმარებლად ვერტმფრენტი Sea King-ი გაიგზავნა, რომელსაც ინგლისის დედოფლის შვილიშვილი მეთაურობდა.
სამწუხაროდ ქარის გაძლიერების გამო საათნახვერის შემდეგ სამაშველო ოპერაცია შეწყდა და ზღვაში ჩავარდნილი მამაკაცის პოვნა შეუძლებელი გახდა.
პრინცი იულიამი არაერთხელ მონაწილებდა სამაშველო ოპერაციებში. 2011 წელს მან დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩის პირადი მადლობა დაიმსახურა, როდესაც იულიამმა და მისმა მეგობრებმა გემი Swanland-ის ჩაძირვის შემდეგ მისი ეკიპაჟის გადარჩენაში მიღეს მონაწილება.
რუსმა მეზღვაურებმა მოგვიანებით გაიგეს, რომ ისინი დიდი ბრიტანეთის მემკვიდრემ გადაარჩინა . "მას გვირგვინი კი არა ჩაფხუტი ეხურა", - აცხადებდნენ რუისი მეზღვაურები.
მასალის გამოყენების პირობები