მოსკოვი სააკაშვილს II მსოფლიო ომის 65-ე წლისთავის აღმნიშვნელ ზეიმზე არ დაპატიჟებს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
გამოცემაში რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის საქმეთა მმართველის, ვლადიმერ კოჟინის კომენტარია მოყვანილი, სადაც ნათქვამია, რომ კრემლი სააკაშვილის ღონისძიებაზე მიწვევას არ აპირებს.
"რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მას არავინ არ ელოდება და იწვევს", - ვლადიმერ კოჟინი.
მისივე თქმით, მიუხედავად სააკაშვილის არ მიწვევისა ქართველი ომის ვეტერანები, მოსკოვში გასამართ ღონისძიებაში, მაინც ჩვეულებრივად მიიღებენ მონაწილეობას.