"რუსი სკეპტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ბარაკ ობამას ვიზიტი მოსკოვში კენედისა და ხრუშჩოვის შეხვედრის მსგავსი იქნებოდა. ამ შეხვედრაზე, როგორც ამბობენ, ითქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პატარა ბიჭია. ამის შემდეგ კუბის კრიზისი განვითარდა. ამჟამად კრისისს საქართველოში დაგვპირდნენ. რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს მიმართულებით კიდევ შეიძლება რამდენიმე ნეგატიური რამ მოხდეს, არც რუსეთის ჩარევაა გამორიცხული. შედეგად კი, ეს სულაც არ ნიშნავს რუსული გეოპოლიტიკის დიდ გამარჯვებას, არამედ, ეს უფრო პუტინიზმის აგონიისაკენ მიახლოებაა", _ წერს ავტორი და ამის მიზებზს ასახელებს.
მისი განცხადებით, მთავარი წაგებული ობამას ვიზიტის დროს მოსკოვში პრემიერ-მინისტრი პუტინი იყო.
"აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მოსკოვში ვიზიტის წინ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ პუტინი ერთი ფეხით წარსულში დგას, ზუსტად დროის შესაბამისი იყო. ამავე დროს, გაჩნდა შესაძლებლობა მედვედევის ვარსკვლავისთვის მეტი ბრწყინვალების მიცემისა. პუტინიზმის მწვავე კრიზისზე სხვა ნიშნებიც მეტყველებს", _ წერს ავტორი.
მისი აზრით, ეს, პირველეს ყოვლისა, ეკონომიკური კრიზისია, რომელიც რუსეთის მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს.
"ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საუბარია მსოფლიო მოვლენაზე, მაგრამ ავტორიტარიზმი და დემოკრატია ამ შეთხვევაში სხვადასხვაგვარად იქცევიან. დემოკრატია ადვილად იტანს ხელისუფლების ცვლილებას, დიქტატორებს კი ორი გამოსავალი აქვთ _ ან დაეცენ ან უფრო მჭიდროდ მოუჭირონ თავი ბოლტებს", _ წერს იგი.
ხერკელის აზრით, მეორე ნიშანი, არის ის, რომ რუსეთი კარგად ხედავს, რა ხდება ამჟამად აღმოსავლეთ თურქისტანში და კარგად იცის, რომ თავად რუსეთში არის რამდენიმე პოტენციური "აღმოსავლეთ თურქისტანი". მდგომარეობა სულ უფრო და უფრო რთულდება სამხრეთ კავკასიაში. მიიჩნევა, რომ მხოლოდ ამ წელს სხვადასხვა შეტაკებაში იქ დაახლოებით 300 ადამიანია დაღუპული. სულ ახლახან დაღესტნიდან ალტაის ოლქში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად 44 წვევამდელი გაემგზავრა, მათ რუსებმა სასტიკად სცემეს. ერთი სიტყვით, პუტინის სისტემამ შვა და ახლაც შობს ისეთ ეროვნულ და რასობრივ სიძულვილს, რომლის კონტროლირებაც რუსეთის ხელისუფლებისთვის მალე შეუძლებელი გახდება.
"მესამე ნიშანი არის რუსეთის ფიასკო, რომელიც მან მსოფლიოსთვის ისტორიის საკუთარი ხედვის თავსმოხვევის მცდელობის გამო განიცადა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გასულ კვირას მიღებული რეზოლუციის თანახმად, საპარლამენტო ასამბლეა სტალინიზმისა და ნაციზმის დანაშაულებებს ათანაბრებს და მოლოტოვ-რიბენტროპის პაკტს ახსენებს. ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის განხილვა შეიძლება ჩაითვლოს დასავლეთის პასუხად კრემლის მიერ შექმნილი ე. წ. სიმართლის კომისიაზე. არადა, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოსგან განსხვავებით, სადაც ასევე დაგმობილი იყო კომუნიზმის დანაშაულებები, რუსეთი ეუთოს "ჯიბის" ორგანიზაციად მიიჩნევდა", _ წერს სტატიის ავტორი და მეოთხე ნიშანს ასახელებს: "მეოთხე ნიშანი, ალბათ, ყველაზე საინტერესოა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთში მიდიოდა მსჯელობა _ დაიწყებდა თუ არა რუსეთი მეორე "ქართულ ომს", როდესაც ობამა მოსკოვში იქნებოდა ან ცოტა მოგვიანებით, სომხეთის პრეზიდენტი სარქისიანი ერევანში საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილს მასპინძლობს. საუბარი მიდის არა მხოლოდ დროში საინტერესო თანხვედრაზე, არამედ თბილ ვიზიტზე, რომლის დროსაც საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის უმაღლესი ჯილდოთი ჯილდოვდება. მაგრამ სომხეთი ხომ რუსეთის ბოლო მოკავშირეა, სადაც რუსეთის თანხმობის გარეშე არაფერი კეთდება. მაშ, ვისთან შეათანხმეს მათ საქართველოს პრეზიდენტისადმი პატივისცემის ეს გამოხატულება, რომელიც პუტინის ომის პარტიისთვის ცხვირში წკუპურტის გარტყმას უფრო ჰგავდა?" -წერს იგი.
მისი აზრით, ისტორია პუტინის წარუმატებელ ლიდერად ხედვას იწყებს.
"მას ჰქონდა დიდი შესაძლებლობა, ნავთობისა და გაზის რესურსების გამოყენებით რუსეთი მდიდარ ქვეყნად ექცია და მასში მოდერნიზაციის პრინციპები ჩაედო. ამის ნაცვლად, ახლო და შორეულ მეზობლებთან კამათი დაიწყო და შურიძიების წყურვილის მოსაკლავად გაფანდა ფული", _ წერს ხერკელი.
მასალის გამოყენების პირობები