თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მან სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„ჩვენ ახლახანს გვქონდა მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტთან, ბატონ ზელენსკისთან. გასულ კვირას ჩვენ ასევე განვიხილეთ ეს საკითხი ბატონ ტრამპთან და ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია სისხლისღვრის შესაჩერებლად.
ჩვენ ასევე ვუჭერთ მხარს ჩემი ძვირფასი მეგობრის, ტრამპის, მვდელობებს, მოგვარდეს ცხელი კონფლიქტები დიალოგისა და დიპლომატიის გზით.
თურქეთი გახდა ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო სამშვიდობო დიპლომატიაში შუამავლობისთვის მიმართავენ“, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ორივე მხარე 2022 წლის მარტში ომის მოგვარებასთან ახლოს იყო, თუმცა „სამხედრო მეთაურების ჩარევის“ გამო ძალისხმევა ჩაიშალა.
„რუსეთი, უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების გამართვაზე. როგორც ერთადერთმა ქვეყანამ, რომელმაც ყველა მხარის ნდობა მოიპოვა, ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ ამ მოლაპარაკებებში და სიამოვნებით ვუმასპინძლებთ მათ.
„შესაძლებლობების ახალი ფანჯარა ბოლოდროინდელი კონტაქტების წყალობით გაიხსნა. ვიმედოვნებთ, რომ ეს შესაძლებლობები ხელიდან არ იქნება გაშვებული“, - განაცხადა ერდოღანმა.
ამჯერად ის შესაძლებლობა, რომელიც გამოვიყენეთ, ხელიდან არ გაგვუშვებენ“, - დასძინა ერდოღანმა.