აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში სამდღიანი ვიზიტით გაემგზავრა.
ტრამპი ვიზიტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში დაიწყებს, შემდეგ 14 მაისს კატარს ეწვევა და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.
ვიზიტის მთავარ მიზნებს ეკონომიკური შეთანხმებების დადება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს.