ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ რუსეთი ბიძინა ივანიშვილის "ჩაჩოჩებას" ირაკლი კობახიძით გეგმავს.
"ბიძინა იმდენ მანევრებს ატარებს, რომ ბოლოს ნაწლავების გადახლართვა დაემართება. იმათაც (რუსეთს) ეთამაშება, იმათაც (რუსეთს) ევაჭრება. ყველას რომ ევაჭრები და ყველას რომ ყელში ამოუყვან, მერე ის ყველა შეთანხმდება, რომ ეს კაცი მოსაშორებელია. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ (რუსეთი) კობახიძით ანაცვლებს ბიძინას. პიროვნული ავტორიტარიზმი აშკარად იცვლება სისტემური ავტორიტარიზმით. კობახიძეს თავისი დამოუკიდებელი არხები აქვს მოსკოვში და ბიძინა საერთოდ არ სჭირდება. ბიძინა ხვდება, არ ხვდება, არ ვიცი. ის სრულ ჭკუაზეც არ არის. თავისი ხალხი ყველა გაიყვანა ხელისუფლებიდან. კობახიძის გოლიათურულ მხრებზე არის ახლა ცისკაბადონი"" - განაცხადა გუბაზ სანიკიძე "ტვ პირველის" ეთერში.