ბოლო დღების განმავლობაში ახლო აღმოსავლებში ვითარება დაიძაბა. მოძრაობა "ჰამასის" სახმედრო ფრთამ, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიის მიმართლებით სარაკეტო დარტყმები განახორციელა. ისრაელის მთავრობის არაერთი მოწოდების მიუხედავად მისი ტერიტორიების დაბომბვა არ შეწყვეტილა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. 14 ნოემბერს, ისრაელმა საპასუხო სარაკეტო იერიშითჰამასის სამხედრო ფრთის ლიდერის აჰმედ ჯაბარის ლიკვიდაცია მოახდინა.
ევროპის სახელმწიფოებმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადეს, რომ ისრაელს თავდაცვის სრული უფლება აქვს. ამჟამად დაპირისპირება გრძელდება. ორივე მხარეს დაღუპულია ოცამდე ადამიანი. ოცი წლის გამვალობაში პირველად, დაიბომბა თელ-ავივი.
ვითარების ესკალაციას საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუვალ ფუქსი ემიანება.
"ჯი-ეიჩ-ენი" ელჩის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
შაბათ საღამოს, 10 ნოემბრის შემდეგ ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა იქნა გასროლილი. ამჟამინდელი კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას მხრიდან ნასროლი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ისრაელის სამხედრო ძალებს დაეცა, რის შედეგადაც დაიჭრა ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი, მათ შორის ორი მძიმედ.
სახიფათო ზონაში მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლეა და მათთვის თითოეული ახალი შეტევა უდიდესი საფრთხის შემცველია. დაახლოებით 900-მდე რაკეტა დაჭურვი იქნა გასროლილი წლეულს ისრაელის მიმართულებით, რამაც სრულად დაარღვია სამხრეთ ისრაელის ყოველდღიურობა. ათასობით მოსწავლეს არ ეძლევა სკოლაში სიარულის საშუალება, მრავალი ათასი ისრაელელი ვერ დადის სამსახურში და ვერ ცხოვრობს ჩვეული ცხოვრებით.
ესკალაცია ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ იძულებული ვართ, რეაგირება მოვახდინოთ. ისრაელმა ღაზაში ააფეთქა ჰამასის სამხედრო ხელმძღვანელი, რომელიც ათწლეულია პირადად არის პასუხისმგებელი ღაზას მხრიდან განხორციელებულ ტერორიზმზე და ჩართული იყო გილად შალიდის გატაცებაში. ამავდროულად, ისრაელმა ღაზაში დაბომბა ფარული საცეცხლე წერტილები იმისათვის, რომ მათთვის შეემცირებინა შორ მანძილზე მოქმედი ჭურვების გამოყენების შესაძლებლობა, რომელთაც თელ-ავივამდე მიღწევა შეუძლია.
ოპერაციის მიზანი საფრთხის შემცირება და სამხრეთ ისრაელისთვის ნორმალური ცხოვრების პირობების დაბრუნებაა.
ეს ოპერაცია სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგაა მიმართული. შეტევები საკმაოდ სუფთად ხორციელდება იმისათვის, რომ მინიმუმადე იყოს დაყვანილი საფრთხე ღაზას მშვიდობიან მოქალაქეებზე. ასეა თუ ისე, ისრაელი წუხილს გამოთქვამს ნებისმიერ ზიანზე, რაც ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას მიადგა.