"მიხეილ სააკაშვილთან ერთად უნდა მოვახერხოთ თანაარსებობა მანამდე, სანამ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება", -განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
,,ჩვენ ერთად უნდა მოვახერხოთ თანაარსებობა მანამდე, სანამ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს არ გადაირჩევს. მანამდე უნდა მოვახერხოთ ერთ პოლიტიკურ სივრცეში თანაარსებობა. თუმცა ეს გამორიცხავს იმას, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაული, ამჟამად მიმდინარე, თუ მომავალში ვინმეს მიერ ჩადენილი დანაშული დაუსჯელი დარჩეს", _განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო მანდატი 2013 წლის ოქტომბერში ეწურება.