საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკს შეხვდა. მხარეებმა ეროვნული უმცირესობების პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
ეუთოს უმაღლესმა კომისარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ის პროექტები გააცნო, რომელსაც ეუთო ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით საქართველოში ახორციელებს. ივანიშვილმა მას მთავრობის ხედვა გააცნო და უკვე არსებული პროექტების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.