,,მე, პირადად სააკაშვილსა და ოპოზიციას ღირსეულად მოვექცევი", _ განაცხადა ,,როინტერთან" საუბარში ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ბრიუსელში შედგა.
,,დღეიდან მე, პირადად სააკაშვილსა და წინა ხელისუფლებას, რომელიც დღეს ოპოზიციაშია, მოვექცევით ღირსეულად, მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებს ქართველი ხალხის დიდი კულტურა. ჩვენ არ ვპასუხობთ მათ შესატყვისად, როგორც ჩვენ ოპოზიციას გვექცეოდნენ. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, ნატოს წევრ ქვეყნებს და ჩვენ ოპოზიციას მოვექცევით ისე, როგორც ეკადრება ევროპას, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას_ საქართველოს და არა ისე, როგორც ისინი იმსახურებენ", _ განაცხადა ივანიშვილმა ,,როიტერთან" საუბარში, რომელიც ბრიუსელში ვიზიტისას ჩაიწერა.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გამართა ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან.