"პოლიტიკიდან 2014 წლის გაზაფხულზე წავალ", _განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში ქართულ დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ იგი პოლიტიკიდან დამარცხებული არ წავა.
"პოლიტიკიდან 2014 წლის გაზაფხულზე წავალ, როცა ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები იქნება, მაგრამ მე არ წავალ დამარცხებული მე დავტოვებ ძალიან კარგ ხელისუფლებას, ძალიან კარგარ მთავრობას და მათზე პასუხისმგებლობას ავიღებ. Mმე გადავალ სამოქალაქო საზოგადოებაში და გავაკონტროლებ ჩემს მიერ დატოვებულ ხელისუფლებას", -განაცხადა ივანიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება ერთ კაცზე მორგებული არ უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორას წარმომადგენლებს შეხვდა.