ჟოზე მანუელ ბაროზო დავარწმუნე, რომ ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ადამიანის უფლებების დასაცავად, -განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
,,მე დავარწმუნე პრეზიდენტი, რომ საქართველო, ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში განუხრელად ადამიანის უფლებები დაცული იყოს. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაღრმავებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართველი ხალხის გამოხატული ძირითადი ნება, სწრაფვა და ინტეგრაცია ევროკავშირის ქვეყნებთან უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდეს", -განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ივანიშვილმა
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკვე შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს.