ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის გადადებულ ვიზიტთან დაკავშირებით, საზოგა-დოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების ეთერში, NATO-ს პრესსცენტრის წერილი გამოქვეყნდა.
"ისევე, როგორც ყველა ასეთი ვიზიტის დროს, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თბილისში ვიზიტის მიზანიც საქართველოს მაღალ სამხედრო პირებთან აზრთა გაცვლა იყო. თუმცა, საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებმა ორივე მხარისთვის ამ დროისთვის გაართულა მიზანი, რომ ვიზიტისგან მიიღოს მაქსიმალური სარგებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს საქართველოში დაკავებული ოფიციალური პირების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები გამოძიებულ იქნას საქართველოს კონსტიტუციის სრული დაცვით. როგორც გენერალურმა მდივანმა ქართველ ლიდერებთან საუბრის დროს აღნიშნა, ყველა მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შემდგომი კონსოლიდაცია. სამხედრო კომიტეტი განიხილავს ვიზიტის ხელმეორედ დაგეგმვის ვარიანტებს", - ნათქვამია NATO-ს პრესცნეტრის მიერ "მოამბის-თვის" გაგზავნილ წერილში.