საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საქმეებში დროებითი რწმუნებული ადილ ტურსუნოვი მიიღო.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ვიზიტების განხორციელებას და ეკონომიკურ სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.