საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აზერ ჰუსეინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
აზერბაიჯანის ელჩმა, საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის მისალოცი წერილი და მინისტრის სახელით, დაპატიჟა ბაქოში.
შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები და მათი განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობას და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარების აუცილებლობას.
აზერბაიჯანის ელჩმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
აზერბაიჯანის ელჩმა აზერ ჰუსეინმა საგარეო საქმეთა მინისტრს წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.
მასალის გამოყენების პირობები