საქართველოს პარლამენტმა 13 დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. საუბარია იმ დეპუტატებზე, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს.
ეს დეპუტატები არიან - მაია ფანჯიკიძე, თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ალასანია, კახა კალაძე, გელა ხვედელიძე, არჩილ კბილაშვილი, ლაშა ნაცვლიშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, სოზარ სუბარი, ნოდარ ხადური, ალექსანდრე პეტრიაშვილი, მირიან ოდიშარია.