რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას ქეთი ციხელაშვილი დაიკავებს.
როგორც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა ციხელაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კუთხით გამოცდილი ადამიანია და დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს.
შეგახსენებთ, რომ ქეთევან ციხელაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეა.