საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა დანიშნა.
სხდომა, ხვალ 28 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
პრეზიდენტის მიერ გამოცებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართოს 2012 წლის 28 ოქტომბერს 12:00 საათზე