ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ახალი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის შემუშავებამდე კი ევროპარლამენტში, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა.
,,ივლისში ბათუმში სტუმრობისას განვაცხადე, რომ არჩევნების შემდეგ საქართველო აღარ იქნება ისეთი, როგორც აქამდე იყო, რადგან არჩევნები შეცვლის საქართველოს. მე მაშინ ვთქვი, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლებელი იყო, ან დემოკრატიულად შეცვლილი მთავრობა, ან ძლიერი, კონსტრუქციული ოპოზიცია. მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ერთად შესაძლებელი იქნებოდა. ამ ყველაფერს ნამდვილად დემოკრატიის ძლიერ ნიშნად ვაფასებ. თბილისში ვიზიტისას შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დაინტერესებულია დემოკრატიის განვითარებით, ევროპასთან პოლიტიკური თანამშრომლობითა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებით. საქართველოში ვიზიტის დროს მნიშვნელოვანი იყო ის, რაც მიხელ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინე. ორივე მათგანი პოზიტიურად აფასებს მთავრობის მშვიდობიანად გადაბარებას. მე მოუწოდე ორივე მხარეს ეს დამოკიდებულება შეინარჩუნონ ", _ განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ.