საპარლამენტო და სამთავრობო კრიზისის შექმნის შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამორიცხული არ არის, _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა არეშიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყანაში საბოტაჟის ნიშნებია.
,,იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნა საპარლამენტო და სამთავრობო კრიზისი და ამის შესაძლებლობა არსებობს, რადგან საბოტაჟის მცდელობას ვხედავ, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამოვრიცხავ. თავის დროზე ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და ვერ ვხედავ, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილი გამაგრებულია საქმით", _ განაცხადა არეშიძემ.