საქართველოს ახლად დამტკიცებული პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო კანცელარიაში 29 ოქტომბერს ელოდებიან. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო კანცელარიაში ორშაბათს მივა და მუშაობას ოფიციალურად შეუდგება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო ორგანომ გუშინ, 25 ოქტომბერს დაამტკიცა. გუშინვე, ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის პირველი სხდომა მოიწვია, რაზეც სასწრაფოდ განსახილველის საკითხების განხილვა მოხდა. მთავრობის პირველი სხდომა ქუთაისის მთავრობის სასახლეში ჩატარდა.