"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ფავლენიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება.
ფავლენიშვილის თქმით, „სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები, ივანიშვილთან ბრძოლის მაგივრად, მიხეილ საკააშვილთან აგრძელებენ ბრძოლას“.
„უბრალოდ, რა არის ამის მიზეზი? გასაგებია, რომ მათ ერთი მხრივ, სააკაშვილის ჩაძირვით ჰგონიათ, გახდებიან მთავარი ოპოზიციონერები, მაგრამ არ ვიცი. როგორ შეიძლება, პრაგმატულად აღიქვამდე იმას, რომ თავიანთი კარიერის ბოლო პერიოდის მანძილზე მუდმივად აკეთებენ განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის წინააღმდეგ. არ ვიცი, ეს რამდენად ადეკვატური გახლავთ, როცა ქვეყანაში არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ასე ებრძვის ქვეყანას. ამ დროს სააკაშვილთან ბრძოლა რა პოლიტიკურ პრაგმატიზმში ჯდება, ვერ გეტყვით, მორალს რომ თავი გავანებოთ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.