რანი განიხილავს ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობას, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონფლიქტის ესკალაციას გადაწყვეტს.ამის შესახებ Financial Times ირანის რეჟიმთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს
გამოცემის ცნობით, თეირანში განიხილავენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის ბულგარეთსა და კვიპროსზე, აშშ-ის სამხედრო ობიექტების შესაძლო სამიზნედ ქცევას. ირანელი სამხედროები ასევე განიხილავენ ჰორმუზის სრუტეში წყალქვეშა ინფრასტრუქტურის, მათ შორის კაბელების, დაზიანების შესაძლებლობას.
FT-ის წყაროების ცნობით, ირანის სამხედრო ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ახალი ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში თეირანი აღარ შემოიფარგლება აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და სხვა სამიზნეებზე თავდასხმებით ახლო აღმოსავლეთში და შესაძლოა კონფლიქტი რეგიონის ფარგლებს გარეთაც გადაიტანოს.