ტელეკომპანია "იმედმა" მფლობელთან ერთად ძველი ლოგოც დაიბრუნა. ტელეკომპანიამ მაუწყებლობა ძველი ლოგოთი დაახლოებით 16 საათიდან დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ "იმედმა" მაუწყებლობა ძველი ლოგოს საშუალებით პატაკაციშვილის ოჯახის წევრების "იმედში" მისვლის შემდეგ განაახლა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" პატარკაციშვილის ოჯახისათვის გადაბარების პროცესი დღეს დაიწყო. ტელეკომპანიაში უკვე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც დაზოგადოებას დაპირდნენ, რომ "იმედი" ობიექტური ტელევიზიის სტატუსს სულ მალე დაიბრუნებს.