დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა დევიდ კემერონმა და შოტლანდიისს პრემიერ მინისტრმა ალექს სელმონდმა დღეს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, რეფერენდუმი შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ 2014 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ბლანკებზე დატანილი იქნება ერთი კითხვა და პასუხის ორი ვარიანტი "კი" ან "არა". მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში მოქალაქეებს ხმის უფლება 18 წლიდან აქვთ, ამ შემთხვევაში ხმის მიცემის უფლება 16 წლის ასაკის პირებსაც ექნებათ.
გამოკითხვის მიხედვით, შოტლანტიის დამოუკიდებლობას მხარის შოტლანდიელების 30 % დან 40 % უჭერს. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა რეფერენდუმის ჩატარებაზე, მისი კოალიციური მთავრობა მიიჩნევს, რომ მათთვის იმაზე უმთავრესი ამოცანა, ვიდრე გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა - არ არსებობს.