"საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების შედეგად შექმნილი ახალი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინსა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ფილიპ ლეფორს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"საუბრის დროს განიხილეს მოსამზადებელი საკითხები, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს ეხებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების შედეგად შექმნილი ახალი პოლიტიკური სიტუაციაა შექმნილი", _ იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.