მთავრობამ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები განსაზღვრა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილის #1750 განკარგულებით, მცხეთა დაიყო არქეოლოგიური დაცვის, განაშენიანების რეგულირების, ისტორიული ლანდშაფტის დაცვის და ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონად.
17 სექტემბრით დათარიღებულ განკარგულებაზე ხელმოსაწერად, რომელიც მთავრობის საიტზე დღეს ქვეყნდება, მერაბიშვილმა ელექტრონული ხელმოწერა გამოიყენა.