დღეს დილიდან ხმას აძლევენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრებიც. ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პირებს, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფებს და ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს აქვთ.
გლდანის #8 საპყრობილეში ორ საარჩევნო უბანზე 1000 პატიმარი მისცემს ხმას. კენჭისყრის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციები და სამი პოლიტიკური პარტიის: "ნაციონალური მოძრაობის", "ქართული ოცნებისა" და "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენლები აკვირდებიან.
საქართველოს მასშტაბით 9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არჩევნებზე 2 125 პატიმარია დარეგისტრირებული.