უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის დრონების განთავსების ადგილი და მათი მართვის სიგნალის გადამცემი სადგურები დააზიანეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საწყობებს, მართვის პუნქტებს, დამრტყმელი დრონების განთავსების ადგილებს და დრონების მართვის სიგნალის გადამცემი სადგურებს .
დარტყმები 20 აგვისტოს და 21 აგვისტოს ღამით განხორციელდა.
უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ქალაქ დონეცკის რაიონში დაზიანდა დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების შენახვის, მომზადებისა და გაშვების ადგილი.
გარდა ამისა, დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოსელსკოეში, მოწინააღმდეგის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების საწყობი დაზიანდა.
ასევე, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ორი მართვის პუნქტი დააზიანეს - დონეცკის ოლქის ზაპოროჟსკოეში და ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ კობილნოში.
გარდა ამისა, დროებით ოკუპირებულ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაზიანდა „გერანის“/„გერბერას“ ტიპის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების მართვისთვის განკუთვნილი დრონების მართვის სიგნალის გადამცემი ექვსი სადგური