21 აგვისტოს რუსეთის ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს კრივი-რიჰის უდიდეს სავაჭრო კომპლექსზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
ონფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ ჰანჯა ავრცელებს.
სავაჭრო ცენტრში მაღაზიებს ცეცხლი გაუჩნდა.
ამასთან, კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ოლექსანდრ ვილკულის განცხადებით, რუსებმა ქალაქის უდიდეს სავაჭრო კომპლექსზე საბრძოლო დრონით მიიტანეს იერიში.
მისივე ინფორმაციით, მოგვიანებით, სავაჭრო კომპლექსზე განმეორებითი თავდასხმა განხორციელდა.