სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მე-4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა თავისი არჩევანი.
პატრიარქმა ბრძანა, რომ დღეს ისტორიული არჩევნებია.
"არსებობს სამი დიდი სიწმინდე: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ჩვენი საწრმუნოება, ჩვენი საყვარელი სამშობლო, ადამიანი, რომელიც უდიდესი ფასეულია. მე მივეცი ხმა იმათ, ვინც დაიცავს საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს წინსვლას, დაიცავს ამ უდიდეს ფასეულობებს, რომელიც მე მოგახსენეთ. იმედი მაქვს, რომ საქართველო დადგება განვითარებულ გზაზე, საქართველო შეინახავს თავის დიდი ტრადიციებს და ღმერთი იქნება ჩვენი მფარველი", - ბრძანა პატრიარქმა.