რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ქართული ოპოზიციის ერთ ნაწილთან კრემლის თანამშრომლობბას ადასტურებს და მას საერთაშორისო ნორმების შესაბამის ქმედებად აფასებს.
მოსკოვში გამართულ პრეკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კომენტარი ქართულ ოპოზიციასთან თანამშრომლობაზეც გააკეთა.
"საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებთან კავშირს საერთაშორისო ნორმები არ კრძალავს", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, კრემლი საქართველო ხელისუფლების ოპონენტებთან _ ნებისმიერ ოპოზიციურ ძალასთან ითანამშრომლებს.