ჰაიტიში, პორტ-ო-პრენსში, გაეროს შტაბ-ბინის ნანგრევებისგან გათავისუფლებისას ქვეყანაში გაეროს მისიის ხელმძღვანელის ჰედი ანაბის, მისი მოადგილისა და სხვა კოლეგების ცხედრები აღმოაჩინეს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა პატივი მიაგო დაღუპულებს და განაცხადა, რომ მათ სიცოცხლე მშვიდობისთვის გასწირეს.
გაერომ ჰაიტში მომხდრარ მიწისძვრას "ყველაზე ცუდი კატასტროფა" უწოდა, რომელთანაც ორგანიზაციას ოდესმე რაიმე სახის კავშირი ჰქონია.
აღნიშნულის მიზეზად აღნიშნული ადმინისტრაციის ქმედუუნარობა და ინფრასტრუქტურის არარსებობა დასახელდა.