საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, რომელიც უკრაინაში იმყოფება, ადგილობრივი მილიციის მიერ 20 ქართველი დამკვირვებლის დაპატიმრება მოხდა, თუმცა ამ დროისთვის პოლიციის განმყოფილებაში მხოლოდ 3 მათგანი რჩება.
"დანარჩენები უკვე გათავუფლებულები არიან", - განმარტავს თარგამაძე.
აღსანიშნავია, რომ ქართველი დამკვირვებელი მას შემდეგ აიყვანეს, რაც მათ საარჩევნო უბნებზე შესვლა სცადეს.
შეგახსენებთ, რომ კიევის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინის ცესკოს ქართველი დამკვირვებლებისთვის დამკვირვებლის სტატუსი უნდა მიენიჭებინათ, ძალაში დატოვა.
აღსანიშნავია, რომ მილიცია მუშაობის საშუალებას არ აძლევს არც ქართველ ჟურნალისტებს, რომლებსაც შესაბამისი აკრედიტაცია გავლილი აქვთ. აღნიშნულის გამო, ქართული მედიის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესის ამსახველი ვიდეო-მასალის გადმოგზავნას ვერ ახერხებენ.