ხვალ 3 იანვარს, მეიდანზე "საახალწლო ფესტივალის" ფარგლებში ილუზიონისტის შოუ გაიმართება. 
"საახალწლო ფესტივალის" მეიდანზე 26 დეკემბერს საბავშვო პერფორმანსებით გაიხსნა. ფესტივალი შობის დღესასწაულს, 7 იანვარს დასრულდება.   
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საახალწლო ბაზრობის გახსნა, მუნჯური კინოს ჩვენება ცოცხალი აკომპანიმენტით. 
ფესტივალში მონაწილეობდნენ  ბაკურ ბურდული , ჯგუფი "სტრინგი".  მოძრაობის თეატრის ბენდი, დავით ევგენიძე, დათო ილურიძის ბენდი.