"საქართველოს ბანკმა" ზუგდიდში, კიკალიშვილის ქ. #51-ში, ახალი სერვისცენტრი გახსნა. შედეგად, „საქართველოს ბანკის" სერვისცენტრების რაოდენობა უკვე 145-ს აღწევს და საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ფართო და ყველაზე კარგად განვითარებულ ფილიალების ქსელს წარმოადგენს. "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრების თანამედროვე მოწყობა და აღჭურვა განაპირობებს მომხმარებლისთვის კომფორტული და სწრაფი მომსახურების უზრუნველყოფას.
"საქართველოს ბანკის" ახალი სერვისცენტრი თანამედროვე სტანდარტების თანახმადაა მოწყობილი და მომხმარებელი მომსახურებას მარტივად და სწრაფად მიიღებს. სერვისცენტრში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს საბანკო მომსახურების სრული სპექტრი.
ზუგდიდში ახლადგახსნილ სერვისცენტრში 29 ახალი თანამშრომელი დასაქმდა.