უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მომზადებასა და ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის ნიუ-იორკში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით ესაუბრა.
„ნიუ-იორკში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან და აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელთან, მარკო რუბიოსთან,“ - წერს ერმაკი.
მხარეებმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მომზადების, ასევე სამხედრო, თავდაცვისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს.
ერმაკმა და რუბიომ აღნიშნეს ზელენსკისა და ტრამპს შორის დაგეგმილი შეხვედრის მნიშვნელობა, „როგორც ორ ლიდერს შორის მიმდინარე დიალოგის ნაწილი, რომელიც სამართლიანი მშვიდობის მიღწევას ისახავს მიზნად“.