აზერბაიჯანში მომხდარი აფეთქებისას საქართველოს მოქალაქე დაშავდა.
აფეთქება ბაქოდან 180 კილომეტრში, ავტოგასამართ სადგურზე მოხდა. გარდაცვლილია 4 ადამიანი, 16 კი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე. 25 წლის დავით ჩანქსელიანი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. მას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არ აღენიშნება.
ჩანქსელიანი აფეთქებისას შემთხვევის ადგილზე მანქანით გადაადგილდებოდა.