"აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია სრულ სიცხადეს შეიტანს ამ რესპუბლიკებში რუსი სამხედროების ყოფნის საკითხში და იმედი მაქვს, ბოლო მოუღებს ქართველ და დასავლელ პოლიტიკოსთა აზრებს, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებს უწოდებენ", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი და ასევე იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული შეთანხმებების რატიფიკაცია ასევე "ბოლოს მოუღებს ქართველი შევარნების ოცნებებს სამხედრო რევანშზე".
ამას გარდა, ოს სეპარატისტთა ლიდერი კიდევ ერთხელ მოითხოვს თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას და აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარეობდა.
"ომი იყო აგრესორ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის და ამის გადაყვანა რუსულ-ქართული ურთიერთობების სიბრტყეში - არასწორია. რუსეთი თავის ვალს ასრულებდა, რომელიც მან 1992 წლის დაგომისის ხელშეკრულებით იკისრა", _ აცხადებს კოკოითი.