ინგლისში ძალადობისა და არეულობების ტალღა გრძელდება. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით არეულობა უკვე ლონდონის კიდევ ერთ რაიონს - ჰეკნის მოედო, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. ამასთან ერთად, ლონდონისა და ბირმინგემის გარდა, არეულობამ მოიცვა კიდევ ერთი ბრიტანული ქალაქი - საპორტო ლივერპული, რომელივ ინგლისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
"როიტერის" ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ამსხვრევენ მაღაზიების ვიტრინებს და ბირმინგემში უკვე მოროდიორობითაც არიან დაკავებულნი.
ჰეკნში ხდება შეტაკებები ახალგაზრდობასა და პოლიციას შორის - ახალგაზრდობა ამსხვრევს მაღაზიების ვიტრინებს და წვავს ნაგვის ურნებს. გავრცელებულია მოროდიორობა. პოლიციას რამდენიმე ქუჩა ბლოკირებული აქვს. შემთხვევის ადგილებიდან პირდაპირი ტრანსლაცია ვერტმფრენიდან მიმდინარეობს. კადრებიდან კარგად ჩანს, რომ პოლიციის რაოდენობა ნაკლებია უწესრიგობების მონაწილეთა რაოდენობაზე.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ბრბო არბევს საწყობებს და იქ ნაპოვნი "ტროფეის" მეშვეობით "მოლოტოვის კოქტეილებს" ამზადებენ, რომლებსაც პოლიციელებს ესვრიან. უწესრიგობების მონაწილეები წვავენ სახლებს ავტობუსებსა და ავტომობილებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰეკნში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ერთ-ერთი ახალგაზრდა გააჩერა და მისი გაჩხრეკა დააპირა.
არეულობების ორი დღის განმავლობაში უკვე დაკავებულია 215 ადამიანი, მათ შორის 25 ბრალი უკვე წაეყენა. 35 პოლიციელი დაჭრილია.
რაც შეეხება ქალაქ ლივერპულს - ქალაქში პოლიციელებსა და აგრესიულად განწყობილ ახალგაზრდა ადამიანებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. აქაც ახალგაზრდები მაღაზიების ვიტრიმნებს ამსხვრევენ და ავტომობილებს წვავენ. პოლიცია აცხადებს, რომ უწესრიგობებს ქალაქში ვერ შეეგუება და მათ აღსაკვეთად ყველა საჭირო და ხისტ ზომას მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ არეულობა ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტოტენჰემის რაიონში დაიწყო, სადაც მიმდინარე პარასკევ საღამოს პოლიციის თანამშრომელმა ერთი ადგილობრივი მოქალაქე მოკლა.
კერძო ტაქსის მგზავრი 29 წლის მარკ დაგგანი პოლიციელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა. პოლიციელებს ავტომობილში ჩხრეკის ჩატარება სურდათ. ამ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი დაიჭრა. აღნიშნული ინციდენტის გარემოებების გამოძიებას პოლიციაზე საჩივრების შესახებ არსებული დამოუკიდებელი კომისია აწარმოებს.
შაბათსვე საღამოს 300 ადამიანის ტოტენჰემის პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბა და "სამართლიანობის აღდგენა" მოითხოვა.
სკოტლანდ-იარდის ინფორმაციით, სტიქიური პროტესტის შედეგად ისრორდნენ ბოთლებს, რომელშივგ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული. ბოთლებს პოლიციის ავტომობილებსაც ესროდნენ. შედეგად ორი საპატრულო ავტომობილი დაიწვა, რომელთაგან ერთი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შუა ქუჩაში გამოათრიეს.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ორსართულია ავტობუსს წაუკიდეს ცეცხლი და ახლომდებარე მაღაზიებისა და სავაჭროობიექტების დარბევა დაიწყეს. მოვლენების ეპიცენტრი ჟურნალისტებმა დატოვეს, ვინაიდან აქციის მონაწილეებს მათზე თავდასხმის მცდელობები ჰქონდათ. არეულობებთან საბრძოლველად სტიქიურ მასობრივ მღელვარებებთან ბრძოლის დანაყოფები გაიგზავნა.
პოლიციელების მოქმედებების კოოორდინირებისათვის ლონდონში სპეციალური ცენტრი გაიხსნა. ცენტრის ხელმძღვანელის სტივენ უოტსონის ინფორმაციით, პოლიციელები ტოტენჰემის ქუჩებში სიმშვიდის აღდგენამდე დარჩებიან.