ჩინეთის მთავრობა ახალი ინიციატივით გამოდის: მოხდეს დოლარზე საერთაშორისო კონტროლის დაწესება და ახალი მსოფლიო ვალუუტის შემოღება.
"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე უმსხვილესი კრედიტორია, სრული უფლება აქვს აშშ-გან მოითხოვოს ვალის პრობლემიოს გადაწყვეტა და დოლარის უსაფრთხოების მოგვარება ჩინური აქტივებით"- წერენ ჩინური სააგენტოები.
ჩინეთმა ასევე მოუწოდა აშშ-ს შეამციროს სამხედრო და სოციალური ხარჯები.
ჩინეთი დარწმუნებულია, რომ საკრედიტო რეიტინგის კიდევ უფრო შემცირება, მსოფლიო ეკონომიკის ზრდას ხელს შეუშლის და მთელ რიგ ახალ ფინანურ შოკებს გამოიწვევს.
"აუცილებელია დოლარზე საერთაშორისო კონტროლი დამყარდეს და შეიქმნას ახალი სარეზერვო ვალუტა"- წერს ჩინური სააგენტო "სინხუა".
ეკონომიკისა და ფინანსების ცენტრალური უნივესიტეტის პროფესორი ლი ცზე აცხადებს, რომ საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე სავარაუდოდ ქაოსი იქნება.
"ეს ავნებს ჩინეთის რეზერვებს და დოლარში არსებული ჩინური ინვესტიციების დაცემას შეუწყობს ხერლს"- აცხადებს პროფესორი.