დღეიდან ბათუმში მუნიციპალური ველოსიპედების 8 ტერმინალი ამოქმედდა. ველოსიპედის ქირაობა სპეციალური ბარათის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
8 სადგომი ბათუმის ბულვარის მთელ პერიმეტრზეა დამონტაჟებული. ტერმინალებში სულ 120 ველოსიპედია განთავსებული. ტრანსპორტის ქირაობა 1 საათით 2 ლარი ღირს.
პროექტი "ბათუმი- ველო" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის ერთობლივი პროექტია. ტერმინალის გახსნას დღეს ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა დიასამიძე დაესწრნენ.
პირველებმა ახალი ველოსიპედებით უცხოელმა ტურისტებმა ისარგებლეს.