აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების შესაძლო მიწოდების საკითხს განიხილავს.
ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ვენსის თქმით, უკრაინისთვის Tomahawk -ის მიწოდება „ის საკითხია, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებს“.
„პრეზიდენტი გააკეთებს იმას, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში შედის. ეს არის მისი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის გადაწყვეტილებების მამოძრავებელი ძალა“ - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სწორედ ამ წუთისთვის ამ საკითხზე [Tomahawk -თან დაკავშირებით] მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, გამოცემა Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დახურული შეხვედრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს Tomahawk-ის ტიპის რაკეტები სთხოვა,