ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი გასულ ღამეს რუსეთის მიერ უკრაინაზე მსშტაბურ იერიშს ეხმიანება.
მისი თქმით, სასტიკმა თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს აგრესორის ნამდვილ სახე.
„ღამით რუსეთმა კიევზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა. ის კვლავ ცივსისხლიანად დაესხა თავს მშვიდობიან მოსახლეობას. დადასტურებულია, რომ დაღუპულებს შორის არიან ბავშვი და სამედიცინო პერსონალი.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის კვირეულის შემდეგ მომხდარი ეს სასტიკი თავდასხმა აშიშვლებს რუსეთის მიერ ომის შესახებ ცრუ ნარატივებს და კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს აგრესორის ნამდვილ სახეს.
ახლა დროა, დამტკიცდეს ევროკავშირის შემდეგი სანქციების პაკეტი და გაგრძელდეს ზეწოლა რუსეთის ომის მანქანაზე“, - წერს სტუბი.
გასულ ღამეს რუსეთის დარტყმების შედეგად კიევში 4 ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის მასშტაბით დაშავბულია 70-ზე მეტი ადამიანი.