ხარაგაულის რაიონში ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს ერთი ებრაელი ტურისტი ქალი დაიღუპა ხოლო თხუთმეტამდე დაშავდა
ინციდენტი სოფელ ვერტყვიჭალასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, თურქეთის სახელმწიფო ნომრებიანი ტრაილერი მოცურდა და შეეჯახა მიკროავტობუსს, რომელშიც ებრაელი ტურისტები იმყოფებოდნენ.
ერთი ტურისტი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებულები ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი ტურისტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და იგი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმების განცხადებით სხვა ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.