რუსეთის გენერალური პროკურატურის ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ვიაჩესლავ სიზოვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სიზოვი საავადმყოფოში 5 ივლისს თავის არეში მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს. გაცცელებული ინფორმაციით მას დღის 15:00 საათზე საკუთარ კაბინეტში თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა.
რუსული სააგენტოები სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ სიზოვმა გასროლა ტაბელური იარაღიდან მოახდინა.
მისი გარდაცვალების ფაქტი საგამოძიებო კომიტეტმა ოფიციალურად დადასტურდა.
"სიზოვი ნამდვილად გარდაიცვალა კვირას სკლიფოსკოვის სახელობის კვლევით ინსტიტუტში", - აცხადებს "ინტერფაქსთან" საუბრისას საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმირ მარკინი.
მარკინის თქმით, იყო თუ არა სიზოვის გარდაცვალება თვითმკვლელბა აღნიშნულის გადამოწმება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შუძლია.