28-29 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი ეწვევა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე აღნიშნა, ნალბანდიანი საქართველოს ქართველი კოლეგის მიერ აპრილში განხორციელებული საპასუხო ვიზიტის საპასუხოდ ესტუმრება.
"მოხარულები ვართ, რომ ინტენსიური ურთიერთობების გაქვს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან. განხილული იქნება, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრვი ურთიერთობის საკითხები და იმედი გვაქვს, ეს ვიზიტიც წარმატებით ჩაივლის", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი ვიზიტები შესაძლებლობას იძლევა ორ ქვეყანას შორის ყველა ტექნიკური საკითხის განხილვა მოხდეს.