შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა მანქანის მაგნიტოფონებისა და აკუმულატორების არაერთხელ ქურდობის ბრალდებით ახალგაზრდების ჯგუფი დააკავეს.
როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა შალვა გოგოლაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ჯგუფის ოთხი წევრიდან სამმა პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა.
დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ.